წესები და პირობები

  1. ემ ბი ჯი ჯგუფის  პროექტებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 18 წლიდან;
  2. პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია შესაბამის ვებ გვერდზე.
  3. ყურადღებით და რეალური მონაცემებით შეავსეთ პირადი ინფორმაცია, ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს არასწორად ან შეცდომით მითითებულ ინფორმაციაზე;
  4. რეგისტრაციის გავლის ან და თითოეული პროექტის განაცხადის ფორმის შევსების დროს, თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. თქვენ ეთანხმებით პროექტის წესებს და პირობებს, კონფიდენციალობას, უსაფრთხოებას და არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნიათ პროექტის ადმინისტრაციასთან;
  5. დაცულია კონფიდენციალობის პოლიტიკა;
  6. დაცულია საავტორო უფლებები;
  7. აკრძალულია სპამის, 18+, უხამსი და შეურაცმყოფელი შიგთავსის გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული პროდუქტის ან მომსახურეობის ნებისმიერი სახით განთავსება და გავრცელება ემ ბი ჯი ჯგუფის პროექტების გვერდებზე;
  8. იკრძალება  ვებ გვერდიდან ან პროექტებიდან ინფორმაციის, თემის, იდეის, პროექტის მითვისება და პირადი მიზნებისათვის გამოყენება;  (ჯარიმა)
  9. ემ ბი ჯი ჯგუფის პროექტებია: https://mbgroup.ge/ ; https://byme.ge/; https://present.com.ge/
  10. ადმინისტრაციას აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეცვალოს პროექტების წესები და პირობები;
  11. ადმინისტრაციას აქვს უფლება ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაბლოკოს, წაშალოს ან დროებით გააუქმოს მომხმარებელი;
  12. წესების და პირობების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ 1 გაფრთხილებას , იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში მომხმარებელი დაჯარიმდება და დაეკისრება ზარალის სრული ანაზღაურება ან დაიბლოკება ვებ გვერდიდან;
  13. პროექტებში გადახდილი ნებისმიერი ოდენობის თანხის უკან მოთხოვნა შესაძლებელია, მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე, გადახდის მომენტიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, უკან დაბრუნდება სრული თანხა გადარიცხვის საკომისიოს გამოკლებით. გადახდის მომენტიდან 24 საათის შემდეგ თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია;